ეკონომიკა

პრემიერი: საქართველოში ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ჩამოვიდა

07.06.16 16:05


2016 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს მოგზაურთა და ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ეწვია, განაცხადა საქართვცელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

„საქართველოში, მიმდინარე წლის 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტების რაოდენობის რეკორდული ზრდა აღინიშნა — 2016 წლის მაისის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 14,9%-ით არის გაზრდილი, ხოლო ტურისტების — ვინც, საქართველოში 24 საათს და მეტხანს რჩება — 24,3%-ით გაზრდილი, რაც ძალიან პოზიტიური მაჩვენებელია“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მეზობელი ქვეყნების გარდა, მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება ევროკავშირის ქვეყნებიდანაც, რაც ძალიან დადებითი მაჩვენებელია.

პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, საქართველოში არა მარტო მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდიან, არამედ ევროკავშირის ქვეყნებიდანაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ტურიზმიდან შემოსავალმა, 2015 წლის ჯამური მონაცემებით, 1.94 მილიარდი დოლარი შეადგინა, ზრდა იყო 8.3%, რაც 149 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ასევე იზრდება ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 2015 წელს 16,2%-ით გაიზარდა და თითქმის 6.8% შეადგინა, მაგრამ პოტენციალი კიდევ უფრო მეტია", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით ბოლო ხუთ თვეში ქვეყანას 2 მილიონ 119 ათასი 275 ადამიანი ესტუმრა. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 782 ათას 814 შეადგინა.ვიზიტორებთა რაოდენობით მეზობელი ქვეყნები ლიდერობენ. პირველ ადგილზე აზერბაიჯანია-570 ათას 825 ვიზიტორი, შემდეგ თურქეთია-524 ათას 71 ადამიანი, სომხეთი-445 ათას 343 ადამიანი, რუსეთი-303 ათას 678 ადამიანი. მეხუთე ადგილზეა უკრაინა-53 ათას 166 ვიზიტორი(23,8%-ით ზრდა).


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 577


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები