პოლიტიკა

ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო კომისიის და მუდმივმოქმედი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა

27.05.17 15:50


ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს, ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო კომისიის და ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა. ასამბლეაში საქართელოს მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, გაფართოებული შემადგენლობით, საპარლამენტთაშორისო კომისიის სხდომაზე, ასამბლეის პრეზიდენტის და სხვადასხვა დელეგატების მხრიდან, საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები მოისმინა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები დადებითად იქნა შეფასებული.

„აბსოლუტურად ყველა გამომსვლელმა ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლებში განიცადა, როგორც დემოკრატიის, ასევე უსაფრთხოების და თავდაცვის რეფორმის მიმართულებით, რასაც ქართული მხარე სიამოვნებით მიესალმება. შეხვედრაზე სხვადასხვა თემების განხილვასთან ერთად, საუბარი შეეხო რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციურ პოლიტიკას და მისგან გამომდინარე საფრთხეებს. შეხვედრაზე საქართველოს მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების როლიც განვიხილეთ. საერთო ჯამში, უპრეცენდენტო მხარდაჭერა მივიღეთ, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო ასამბლეის წევრები საკუთარ მთავრობებს მოუწოდებენ გაზარდონ საქართველოს მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის გზაზე.

ჩვენის მხრივ, კომისიის წევრებს, საკომიტეტო მუშაობებში ქართული დელეგაციის წევრების მეტი ჩართულობა შევთავაზეთ“, - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები