პოლიტიკა
29.05.17 15:00
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყანა მოთმინებით ელოდება იმ დღეს, როდესაც ალიანსი გადაწყვეტს გახდეს უფრო ძლიერი საქართველოს გაწევრიანებით, – აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული საზოგადოება პოლიტიკოსებს ნათლად უკვეთავს ევროატლანტიკურ არჩევანს, მეტ დემოკრატიას, მედიის თავისუფლებას და ხარისხიან სასამართლოს.
„დღეს ჩვენ ვახორციელებთ უაღრესად სტაბილურ და რაციონალურ პოლიტიკას იმისთვის, რომ არ გავამწვავოთ კრიზისი და რეგიონისთვის ვიყოთ სტაბილურობის შემომტანი და გარანტი. ამ თვალსაზრისით, დემოკრატიის, ეკონომიკური გაძლიერების, თავისუფალი საზოგადოების მშენებლობა ნამდვილად ქმნის იმ ფონს, რომელზეც საქართველო აძლევს შესაძლებლობას რეგიონს, რომ უფრო მშვიდობიანად განვითარდეს. რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი გამოწვევა აქვს. საჭიროა ჩვენს საზოგადოებაში შედგეს სიღრმისეული დიალოგი და თანხმობა, რომ ჩვენ რეალურად შევქმნათ ევროპული დემოკრატია.
კულტურულად ევროპულ ერს გვჭირდება, რომ ეს გადავიტანოთ პოლიტიკურ სისტემებში.
ჩვენ ნამდვილად გვჭირდება პლურალისტური, ევროპული პოლიტიკური პროცესის შექმნა, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა ისაუბროს და ყველას ხმა იქნება გაგონილი. როდესაც ჩვენ ვიცხოვრებთ ერთიან დისკურსში, როდესაც ჩვენ ერთად გვექნება ერთმანეთთან ბევრი სამსჯელო. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩვენს საზოგადოებაში.
ჩვენ ვმუშაობთ კონსტიტუციის ახალ ვერსიასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო კონსოლიდირებულს გამოიყვანს ქართულ საზოგადოებას სწორედ იმის ხარჯზე, რომ იქნება ღრმა და ყოვლისმომცვლელი დიალოგი ერთმანეთთან.
აუცილებელია შენარჩუნდეს ის მაღალი სტანდარტი მედიის თავისუფლების, რომელიც არის.
აუცილებელია, ჩვენ შევქმნათ მართლაც თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო.
სასამართლო, რომელსაც ექნება შეხედულების ერთიანი სტანდარტი, ნებისმიერი სტანდარტის მიმართ. ეს გამოწვევები ბუნებრივია, არ გადაილახება ერთ დღეში, მაგრამ უმნიშვნელოვანესი, რაც ამ თვალსაზრისით არსებობს, არის ქართული საზოგადოების ძალიან ნათელი შეკვეთა.
ნათელი შეკვეთა, რომელიც პოლიტიკოსებმა სწორად უნდა აღვიქვათ და გადავიტანოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ქართული საზოგადოება პოლიტიკოსებს ნათლად უკვეთავს ევროატლანტიკურ არჩევანს, ქართული საზოგადოება პოლიტიკოსებს ნათლად უკვეთავს მეტ დემოკრატიას, მედიის თავისუფლებას, ხარისხიან სასამართლოს და უმნიშვნელოვანესია, რომ ეს გატარდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
საფრანგეთს ქაოსი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში, თუმცა სამოქალაქო ომი თავად საფრანგეთშია მომწიფებული
21:3507.05.24
-
პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება
18:0007.05.24
-
17:3107.05.24
-
17:0607.05.24
-
16:4007.05.24
-
16:1507.05.24
-
ევროპარლამენტარები - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს
15:4207.05.24
-
ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო
15:0507.05.24
-
14:3807.05.24
-
ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
14:0207.05.24
-
13:3007.05.24
-
13:1207.05.24
-
12:5007.05.24
-
12:1507.05.24
-
საქსტატი - მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
11:5607.05.24
-
საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ეწვევა
11:3207.05.24
-
თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს
11:0707.05.24
-
10:4307.05.24
-
10:2107.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის "ფორმულა"
10:0007.05.24
-
18:0006.05.24
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24