ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზარზე ვალუტას ყიდულობს

27.06.17 15:45


ორშაბათს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) 20 მლნ აშშ დოლარი შეიძინა, ვაჭრობაზე ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,4077 GEL/$1 ნიშნულზე დაფიქსირდა.

წლის დასაწყისიდან სებ-მა ხუთ აუქციონზე დაახლოებით 70 მლნ დოლარი იყიდა. აღნიშნულ პერიოდში ეროვნული ვალუტის კურსი 9%-ით გამყარდა.

გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა ორი მიმართულებით განახორციელა ინტერვენციები — როგორც უცხოური ვალუტის ყიდვის, ისე გაყიდვის მიმართულებით, რის შედეგადაც წლის განმავლობაში წმინდა გაყიდვებმა 1,7 მლნ დოლარი შეადგინა.

სამშაბათისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,4075 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც 0,0036 ლარით მეტია დღევანდელ, ორშაბათის კურსზე. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა დოლარის მიმართ 2009 წლიდან სავაჭრო სისტემა Bloomberg-ის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგაციით ხორციელდება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები