ეკონომიკა
30.06.17 16:10
საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკის სამინისტროები სპეციალურ ჯგუფს შექმნიან, რომელიც კერძო ქართული და სომხური კომპანიების პრობლემების მოგვარებით იქნება დაკავებული, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
შეთანხმება მიღწეულია საქართველოს ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიას სომხეთში ვიზიტის დროს. სპეციალური ჯგუფის წარმომადგენლები 24 საათის განმავლობაში კავშირზე იქნებიან ერთმანეთთან იმ შემთხვევისთვის, თუ რაიმე პრობლემა შეექმნება რომელიმე სომხურ კომპანიას საქართველოში, ან ქართულ კომპანიას სომხეთში.
აღნიშნული განცხადება გახარიამ ქართულ-სომხური ბიზნესფორუმის გახსნაზე გააკეთა, რომელიც ერევანში ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების მხარდაჭერით გაიმართა.
ბიზნესფორუმში მონაწილეობა 150-ზე მეტმა ქართულმა და სომხურმა კომპანიამ მიიღო.
"ჩვენ ვართ პარტნიორები, მეზობლები, კარგი მეგობრები და დროა, მთელი ჩვენი ძალისხმევის კონცენტრირება მოვახდინოთ ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები იყოს კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტური. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლიდან ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის სტატისტიკის ციფრები გაუმჯობესდა, კიდევ უფრო მაღალ დონეზე უნდა შევუწყოთ ხელი ორი ქვეყნის კერძო კომპანიებს ერთმანეთს შორის ურთიერთობებისა და ვაჭრობის განვითარებაში", — აღნიშნა მან.
ბიზნესფორუმის დაწყებამდე გახარიამ ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა სომეხ კოლეგა სურენ კარაიანთან. მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, კერძოდ, მესამე ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციის საკუთარი წარმოების საქონლით შეცვლის შესაძლებლობა.
"საქსტატის" მონაცემებით, სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.
2016 წელს ქვეყნებს შორის არსებულმა სავაჭრო ბრუნვამ 367,4 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
გასულ წელს საქართველომ სომხეთს მიაწოდა ავტომობილები, ეთილის სპირტი, სასუქი, ელექტროენერგია, სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებები და სხვა პროდუქცია.
სომხეთიდან საქართველომ შემოიტანა სპილენძის მადანი და კონცენტრატები, ბალონები, ბოთლები და სხვა ჭურჭელი, ეთილის სპირტი, თამბაქოს ნაწარმი და სხვა.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24