ეკონომიკა

კატარმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა

10.08.17 16:15


კატარმა 80 სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავიზო რეჟიმი გაამარტივა, ნათქვამია ოფიციალურ ტურისტულ ვებ-გვერდზე Visit Qatar.

კატარის ხელისუფლებამ ქვეყნები გამარტივებული სავიზო რეჟიმით ორ ჯგუფად დაჰყო. 33 ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა შორისაა თურქეთი, გერმანია, საფრანგეთი და რიგი ევროპის ქვეყნები, შეუძლიათ 180-დღიანი ვიზა ქვეყანაში ჩასვლისთანავე მიიღონ და აქედან, 90 დღე შეუძლიათ ქვეყანაში დარჩნენ.

სხვა 47 ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის საქართველოს, რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის, საზღვარზე 30-დღიან ვიზას მიიღებენ. აღნიშნული ვიზის გაგრძელება ქვეყნიდან გაუსვლელად კიდევ 30 დღით იქნება შესაძლებელი.


ადრე საქართველოს მოქალაქეებს ვიზები შესაბამის საკონსულო სამსახურებში კატარში გამგზავრებამდე უნდა გაეფორმებინათ.

2014 წელს საქართველოს მთავრობამ 94 ქვეყნის სია შეადგინა, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ სტუმრობა მოკლევადიანი ვიზიტებით (180-დან 90 დღე) შეუძლიათ.

კატარი — ამ ქვეყნების ჩამონათვალშია.

საქართველომ და კატარმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 16 მარტს დაამყარეს.

კატარში საქართველოს საელჩო 2012 წლის 1 ნოემბერს გაიხსნა, საქართველოში კი კატარის დიპლომატიური წარმომადგენლობა 2013 წლის აგვისტოში.

ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში.

კატარის ბიზნესმენები ინტერესდებიან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით, კერძოდ, ენერგეტიკის, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები