საზოგადოება

დღეიდან წურწუმიას ქუჩაზე საავტომობილო მიმოსვლა დროებით შეიზღუდება

21.08.17 21:20


დღეს, 23:00 საათიდან მიმდინარე წლის 15 სექტემბრის 08:00 საათამდე, საგზაო სამუშაოების გამო, საავტომობილო მიმოსვლა დროებით ორმხრივად შეიზღუდება წურწუმიას ქუჩაზე.

„კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ახორციელებს ავლაბრის მეტროდან (ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ა. ზურაბიშვილის ქუჩების) ჯორჯ ბუშის ქუჩამდე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს.

ამ პერიოდში დროებით იცვლება N127 მიკროავტობუსის მარშრუტი. N127 მიკროავტობუსი ქეთევან წამებულის ქუჩიდან ზურაბაშვილის ქუჩას გუთნისა და თელავის ქუჩების გავლით დაუკავშირდება“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები