საზოგადოება

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ერთი ქართული ვერტმფრენი ჩაერთვება

22.08.17 15:05


ბორჯომის ტყეში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილით ადრიანად განახლდა. ამ დროისათვის ორი ვერტმფრენი მუშაობს, ხანძრის ჩაქრობას როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის ვერტმფრენები ცდილობენ.

ზურაბ ალავიძის ინფომრაციით, დღის განმავლობაში ქრობით სამუშაოებში კიდევ ერთი ქართული, ერთი თურქული და ერთიც აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთვება.

„ამ წუთში მუშაობს ორი ვერტმფრენი, ორი ვერტმფრენი თურქეთიდან არის გზაში და შუადღეზე ჩამოვლენ. 9:00 საათზე თბილისიდან მესამე ვერტმფრენიც აფრინდება ჩვენი მონაცემებით.

"ორი გავრცელების კერა გვაქვს, ერთი წაღვერის მიმართულებით და მეორე ქვემოთ ბორჯომის მიმართულებით. ტექნიკა მუშაობს, სახანძრო მანქანები ასულები არიან, გზა გავიყვანეთ, ცოცხალი ძალა ადგილზეა. მიმდინარეობს ხეების ჩაჭრა იქ სადაც საჭიროა, რომ ხანძარი არ გავრცელდეს,“-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები