საზოგადოება

ნონა გაფრინდაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

22.08.17 16:15


ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა მოიგო ვეტერანთა შორის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ბარსელონაში დასრულდა, ნათქვამია საქათველოს ჭადრაკის ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

9 შესაძლო ქულიდან გაფრინდაშვილმა 5,5 ქულა დააგროვა და ელენა ფატალიბეკოვას (რუსეთი) ერთი ქულით აჯობა. ირინა კაბანოვამ (რუსეთი) სამი ქულა მოიპოვა და მესამე ადგილი დაიკავა.

მედლის გარეშე არ დარჩენილა თამაზ გიორგაძე, რომელმაც 7 ქულა დააგროვა და იმავე ასაკობრივ კატეგორიაში (65+) მეორე ადგილი დაიკავა. გიორგაძე ნახევარი ქულით ჩამორჩა შვედ ნილს-გუსტავ რემანსს, რომელიც კონტინენტალური პირველობის გამარჯვებული გახდა.

ლიდერთა სამეულის ბოლო ადგილზეა ევგენი ვასიუკოვი რუსეთიდან, რომელმაც 6,5 ქულა დააგროვა.

ნონა გაფრინდაშვილი — ჭადრაკის ისტორიაში მეხუთე მსოფლიო ჩემპიონია (1962 – 1978), პირველი საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის (1976) და პირველი მანდილოსანია, რომელსაც მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა (1978).



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები