საზოგადოება

გლდანში მაგისტრალური მილსადენი დაზიანდა - დაიტბორა სახლები

22.08.17 19:15


გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში მაგისტრალური მილსადენის დაზიანების გამო ხიზანიშვილის ქუჩაზე სახლების პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა.

როგორც წყალგამანაწილებელი კომპანიაში Georgian Water and Power (GWP) აცხადებენ, მაგისტრალური მილსადენი დედაქალაქის ყველაზე მრავალრიცხოვან დასახლებაში კომპანია "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა დააზიანეს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე მუშაობდნენ.

"დაზიანებულ მილზე აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ადგილზე მობილიზებულია საავარიო ბრიგადები. კომპანია სამუშაოებს უმოკლეს დროში დაასრულებს", — განაცხადა GWP-ს დირექტორმა მამუკა კიკალიშვილმა.


შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები