საზოგადოება

ქართული ფილმი „სამი საფეხური“ ლატვიაში პრიზის მფლობელი გახდა

24.08.17 17:10


სოსო ბლიაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სამი საფეხური“ ლატვიის Open Place International Short Film Festival-ის კონკურსში საუკეთესო სცენარისთვის პრიზით დაჯილდოვდა. ამ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ფესტივალი ქალაქ რეზეკნეში, 16-დან 20 აგვისტომდე მიმდინარეობდა. სცენარის ავტორები არიან: გიგა ლიკლიკაძე, იოსებ სოსო ბლიაძე და ელმარ იმანოვი.
სიუჟეტის მიხედვით, 13 წლის მარიამი მამასთან ერთად თბილისის გარეუბანში, ჯიხურში ცხოვრობს. მამა-შვილი დღისით მუშაობს, ღამით კი ნაშოვნი ფულით საკვებს ყიდულობს, ზოგჯერ მოსაპარადაც დადიან. მარიამს სიღარიბესთან ერთად თან სდევს მუდმივი შიში, რომ მამამ ფულის გამო შეიძლება უღალატოს.

„სამი საფეხური“ მრავალი ფესტივალის გამარჯვებულია. აღსანიშნავია, რომ ფილმი კიევის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე 2 პრიზის მფლობელი გახდა.
ფილმი “სამი საფეხური” КіноШот-ის კონკურსში მონაწილეობს, რომელიც ჩატარდება უკრაინის ქალაქ ჩერკასში, 25-დან 28 აგვისტომდე.

წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები