საზოგადოება

თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

24.08.17 17:20


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს ხელი.

როგორც მხარეებმა განაცხადეს, აღნიშნული მემორანდუმი ლიტერატურისა დახელოვნების კონკურსის „თბილისი“ პოპულარიზაციის მიზნით გაფორმდა. ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი "თბილისი" საკრებულოს ეგიდით მესამე წელია ტარდება და იგი ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე ნებისმიერი შემოქმედის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.

მემორანდუმის ხელმომწერმა მხარეებმა კონკურსის "თბილისი" მნიშვნელობაზე, მიღწევებზე და მასშტაბების ზრდაზე ისაუბრეს. მათი თქმით, კონკურსს თავისი ნიშა აქვს სახელოვნებო და სალიტერატურო სივრცეში და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც პოპულარულია.

მემორანდუმის გაფორმებას ეროვნული ბიბლიოთეკის, ასევე თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წარმომადგენლები, საკრებულოს აპარატის უფროსი ელენე დუმბაძე და კონკურსის ,,თბილისი“ საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, მწერალი ირაკლი შამათავა ესწრებოდნენ.

წყარო: /www.ghn.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები