საზოგადოება

პარკურსა და ფრირანში ცოტნე ცქიტიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართება

24.08.17 17:50


26-27 აგვისტოს ლაგოდეხში პარკურისა და ფრირანის ჩემპიონატი გაიმართება. შეჯიბრება ეძღვნება ახალგაზრდა ტრეისერს, ცოტნე ცქიტიშვილს, რომელიც ორი თვის წინ თბილისის ზღვაში დაიხრჩო.

ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი ორმოცდაათამდე ტრეისერმა გამოთქვა. ისინი ლაგოდეხში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩავლენ და ირას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბანაკდებიან.

ჩემპიონატი ორ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართება. ერთმანეთს შეეჯიბრებიან 12-16 წლამდე მოზარდები და 16 წელს ზემოთ ასაკის ტრეისერები. მათ გამოსვლას გამოცდილი ჟიური შეაფასებს.

შეჯიბრების ორგანიზატორია პარკურისა და ფრირანის ფედერაცია. ჩემპიონატის ჩატარება შესაძლებელი გახდა ქალაქ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით. ცენტრმა გამოყო სახსრები საპრიზო საჩუქრებისთვის და კარვები დროებითი ბანაკის მოსაწყობად.

ცოტნე ცქიტიშვილის ოჯახმა დააწესა პრიზები მოზარდი ტრეისერების ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებულთათვის.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები