საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ხანძრისგან გამოწვეული ზიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 500 000 ლარს გამოყოფს

24.08.17 18:15


საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიები - სამედიცინო კორპორაცია "ევექსი“, ფარმაცევტული კომპანიები „ჯპს“, „ფარმადეპო“ და სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ საქართველოში ხანძრისგან გამოწვეული ზიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 500 000 ლარს გამოყოფს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფიდან აცნობეს.
„დღეს მთელი ქვეყანა შეძრულია იმ სტიქიით, რაც საქართველოს ტყის მასივებში ხდება. ჩვენ ყველანი ერთად ვუყურებთ მეხანძრეებისა და მაშველების გმირულ შემართებასა და თავდაუზოგავ ბრძოლას სტიქიასთან. ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით სწრაფად მოხდება ეკოლოგიური ზიანის აღდგენა“, - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები