საზოგადოება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი და მისი პირველი მოადგილე ვიზიტით უკრაინაში იმყოფებიან

24.08.17 19:20


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი უწყების თანამშრომლებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ქალაქ ხერსონის მერის მიწვევით უკრაინაში იმყოფებიან.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, ქალაქ ხერსონში უკრაინის სახელმწიფო დროშის და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ოფიციალური დელეგაცია დაესწრო.
”უკრაინის სახელმწიფო დროშის აღმართვას, მერიის წინ ქალაქის მცხოვრებლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ატოს ჯარისკაცები და ვეტერანები ესწრებოდნენ. საზოგადოებას სიტყვით მიმართა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ, სახელმწიფო დღესასწაულები მიულოცა და რუსეთ-უკრაინის ომში გამძლეობა და გამარჯვება უსურვა”, - აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა კვეზერელი ხერსონის მერს ვლადიმერ მიკოლაენკოს შეხვდნენ.

”მხარეებმა ქართველ და უკრაინელ ვეტერანთა სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ მეომრების დამსახურებას, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობას და ერთიანობას იცავდნენ. დაგეგმილია ქალაქ ხერსონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანაორგანიზებით გამოფენის გახსნა - "ისინი საქართველოსა და უკრაინისთვის იბრძოდნენ", - აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები