საზოგადოება

ბორჯომის ხეობაში გაერო-ს განვითარების მუდმივი წარმომადგენელი ჩავიდა

24.08.17 19:30


ბორჯომის ხეობაში, სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბში საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების მუდმივი წარმომადგენელი ნილს სკოტი მივიდა.

მისი განცხადებით, ნათელია, რომ პრემიერ-მინისტრმა უზრუნველყო ამ მასშტაბური ოპერაციის კოორდინირება.

"გაერო-ს-მოსაზრებით, დღეს მიღწეულია უმნიშვნელოვანესი პროგრესი. ნათელია, რომ პრემიერ-მინისტრმა უზრუნველყო ამ მასშტაბური ოპერაციის კოორდინირება - პროცესში 1500 ადამიანია ჩართული. შედეგად, სერიოზული ხანძარი ახლა, დიდი ალბათობით, კონტროლის ქვეშაა. ჩატარებული სამუშაოების მასშტაბი მართლაც შთამბეჭდავია. აქ ყოფნისას თვალშისაცემია ამ ხალხის მიერ, ამ დღეების მანძილზე გაწეული შრომისა და დახარჯული საათების მოცულობა. სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი ამ შედეგის მიღწევა და ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა ხანძრისაგან. გაერო ამ პროცესის კოორდინირებასა და მხარდაჭერაში დასაწყისიდანაა ჩართული. ჩვენი მოსაზრებით, ოპერაცია ძალიან წარმატებულია. მინდა, მივულოცო პროცესში ჩართულ ყველა პირს, პრემიერ-მინისტრის, მთავრობის და აქ მყოფი ადამიანების ჩათვლით, იმ ქვეყნების ჩათვლით, რომლებიც პროცესში მონაწილეობას იღებდნენ. შესანიშნავი სამუშაოა ჩატარებული", - განაცხადა ნილს სკოტმა.

წყარო: /www.ghn.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები