ეკონომიკა
06.09.17 15:50
საქართველოში შემოდგომის დადგომასთან ერთად რთველიც დაიწყო.
რთველის დაწყებისთვის ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის. ეს ყურძნის დამწიფებაზეა დამოკიდებული. როგორც წესი, რთველი სექტემბრის პირველ რიცხვებში იწყება და ოქტომბერ-ნოემბერში სრულდება.
რთველი კახეთში დაიწყო
ტრადიციულად, რთველი აგვისტოს ბოლოს დედოფლისწყაროს რაიონში დაიწყო, სადაც ყურძენი ყველაზე ადრე მწიფდება, ახლა კი ყურძენს სიღნაღის რაიონში კრეფენ.
5 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში გადამუშავდა 5,4 ათასზე მეტი ტონა ყურძენი, ხოლო მოსახლეობის შემოსავლებმა 3,7 მილიონამდე ლარი შეადგინა, აღნიშნულია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
რთველი უფრო აქტიურ ფაზაში 10 სექტემბრის შემდეგ შევა, როდესაც ამ პროცესში კახეთის კიდევ რამდენიმე რაიონი ჩაერთვება.
"რთველი-2017"-ის ორგანიზებულად ჩასატარებლად თელავში უკვე დაიწყო მუშაობა საკოორდინაციო შტაბმა, რომელსაც საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი სამანიშვილი ხელმძღვანელობს.
ამ ეტაპზე საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის 89 კომპანია, აქედან 29 უკვე შეუდგა ყურძნის გადამუშავებას.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოში ელოდებიან, რომ ღვინის კომპანიები წელს 150 ათას ტონამდე ყურძენს ჩაიბარებენ. გასულ წელს გადასამუშავებლად 118 ათასი ტონა ჩაიბარეს.
საქართველოს მთავრობა, დარგის მხარდაჭერის მიზნით, ყოველ წელს მოსახლეობისგან ყურძნის შესაძენად სუბსიდიებს გამოყოფდა, მაგრამ ღვინის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან ყურძენზე მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით წელს მთავრობამ კახელი ფერმერების სუბსიდირებაზე უარი თქვა.
თუმცა, ღვინის კომპანიები, რომლებიც "რქაწითელს" და "კახურ მწვანეს" საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით 0,70 ლარად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან დამატებით 0,35 ლარს მიიღებენ.
როდის დაიწყება რთველი რაჭაში
რაჭაში რთველი, სავარაუდოდ, ოქტომბრის პირველ დეკადაში დაიწყება.
რაჭა ცნობილია სახელგანთქმული ღვინის "ხვანჭკარის" წარმოებით, რომელსაც "ალექსანდროულისა" და "მუჯურეთულის" ჯიშის ყურძნისგან ამზადებენ. ამ ყურძენზე, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირება შენარჩუნდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ეს იმით ახსნეს, რომ 2019 წლიდან გადამუშავების მიზნით ყურძნის ამ სახეობების რაჭიდან გატანა შეიზღუდება, ამიტომ თანადაფინანსებამ ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს.
რაჭა-ლეჩხუმში სახელმწიფო სუბსიდირების თანხა "ალექსანდროულისა" და "მუჯარეთულის" სახეობის შესყიდვისას 1 კგ-ზე 2 ლარს შეადგენს.
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანა.
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24