ეკონომიკა

ჩავუშოღლუ: თბილისი, ანკარა და ბაქო ეკონომიკურ ურთიერთობებს განამტკიცებენ

06.09.17 18:10


საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მთავრობები ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებას გეგმავენ, რის თაობაზეც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

სააგენტო ბაქოში სამი ქვეყნის საგარეო საქმეა მინისტრების ბრიფინგზე დაყრდნობით ავრცელებს აღნიშნულ ინფორმაციას.

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო უწყებების პირველი პირები 2012 წლიდან წელიწადში ორჯერ აწყობენ შეხვედრებს თანამშრომლობისა და რეგიონული საკითხების განსახილველად. წინა შეხვედრა უკვე ჩატარდა თბილისში გასული წლის 19 თებერვალს.

მანამდე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბაქოში შეხვედრაზე ხელი მოაწერეს 2017-2019 წლის სამოქმედო გეგმასა და დეკლარაციას.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები