ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრო: ლარის გაუფასურების საშიშროება არ არსებობს

07.09.17 18:50


საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილმა ქვეყნის მოსახლეობა დაარწმუნა, რომ ლარის კურსის რყევის გამო მღელვარების საფუძველი არ არსებობს.

ლარის კურსი 22 აგვისტოდან 4,2%-ით შემცირდა, მაგრამ ხუთშაბათიდან გამყარება დაიწყო.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 7 სექტემბერს აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსი დაადგინა ნიშნულზე 2,4802 GEL/$1.

მისი თქმით, ბოლო დროს ლარის კურსის რყევა მოსახლეობის სტერეოტიპულ მოლოდინებს უკავშირდება.

"მოსახლეობის გარკვეულ ფენაში არსებობს სტერეოტიპული მოლოდინი, რომ ვინაიდან აგვისტო არის ეკონომიკურად აქტიური თვე და ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის საქართველოში და მაღალია შემოსავლები, ასეთი მოლოდინი არსებობს, რომ ამ თვეში უნდა იყოს ყველაზე დაბალი კურსი", — აღნიშნა ყავლაშვილმა.

ამ მოლოდინების გათვალისწინებით, მოსახლეობა იწყებს დოლარის შეძენას, რაც საბოლოოდ ლარის კურსზე აისახება.

"არის ფსიქოლოგიური მომენტი, როდესაც აგვისტოს შემდეგ ხალხის გარკვეული კატეგორია ეკონომიკურად გაუმართლებელ, არასწორი დასკვნებით კონვერტირებას ახორციელებს.

სიტუაცია ასევე გაამძაფრა ამ თემაზე არსებულმა პოლიტიკურმა სპეკულაციებმაც. მოვუწოდებ მოსახლეობას, არ აყვნენ მსგავს სპეკულაციებს", — განაცხადა ყავლაშვილმა.

ოპოზიცია მიიჩნევს, ლარის მორიგი გაუფასურება საქართველოს მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ბრალია, მათ შორისაა კომერციული ბანკებისთვის კრედიტების გაცემა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები