ეკონომიკა
11.09.17 14:10
„ქართულიოცნება – დემოკრატიულისაქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გლდანის სხვადასხვა მიკრორაიონში მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
მერობის კანდიდატმა, მოსახლეობასთან შეხვედრისას, ყურადღება სოციალურ, ეკოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე გაამახვილა.
კახა კალაძის განცხადებით, ძველი რადიოქარხნის ტერიტორიაზე რადიოქალაქის მოწყობა იგეგმება, რომელიც სპორტულ-გამაჯანსაღებელ, გასართობ ინფრასტრუქტურას და სარეკრეაციო ზონებს მოიცავს. გარდა ამისა, რეაბილიტირდება თბილისის დენდროლოგიური პარკი.
მისივე თქმით, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, მოხდება მუნიციპალური ავტოპარკის განახლება და მეტროსადგურების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მერია მხარს დაუჭერს ტექდათვალიერების შემოღებას.
თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, მერია იზრუნებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, რათა დედაქალაქში მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას.
კახა კალაძის თქმით, თავის გუნდთან ერთად იმუშავებს იმისათვის, რომ დედაქალაქს ხელშესახები ცვლილებები დაეტყოს და განვითარება არამხოლოდ ცენტრალურ უბნებზე, არამედ თბილისის ყველა რაიონზეაისახოს.
თბილისის მერობის კანდიდატმა, მოსახლეობასთან შეხვედრისას, ხაზი გაუსვა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და განაცხადა, რომ თბილისის რაიონებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები მოეწყობა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გლდანის მცხოვრებლებმა კახა კალაძეს როგორც უბნის, ისე ინდივიდუალური საჭიროებები გააცნეს.
მოსახლეობასთან შეხვედრებს გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი გულია გოცირიძე, პარლამენტარები მამუკა მდინარაძე და გიორგი ლილუაშვილი ესწრებოდნენ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24