ეკონომიკა

Moody’s-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა

12.09.17 15:00


საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა, რაც არის პირველი გაუმჯობესება 2010 წლის შემდეგ – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა, რომელზეც მან საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის, Moody’s-ის რეიტინგი Ba2 ყველაზე მაღალი პოზიციაა, რომელიც საქართველოს სხვა საერთაშორისო რეიტინგებში უკავია.

სარეიტინგო კომპანიამ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ბოლოს (Ba3) 2010 წლის ოქტომბერში გააუმჯობესა.



წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები