ეკონომიკა

აქცია "დავასუფთაოთ საქართველო, დავასუფთაოთ მსოფლიო" იმართება

15.09.17 18:10


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტის პირველმა მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა საერთაშორისო აქციაში „დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო!“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად 15,16, 17, სექტემბერს იმართება.

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასუფთავების აქციაში, მინისტრის მოადგილესთან ერთად, შვედეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში მარტინა ქვიქიმ, ქ. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მოლი ლეინმა და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ თანათავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ მიიღეს მონაწილეობა.

აქცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება, რომელსაც ორგანიზებას უწევს პროექტი - „დავასუფთაოთ საქართველოს“ განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი (,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და ,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა”).



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები