საზოგადოება

აჭარასა და სამეგრელოში სიჩქარის მზომი სექციური რადარების რაოდენობა გაიზარდა

26.04.19 10:50


შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რეგიონებში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს კვლავ განაგრძობს.

“დღეიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში, კერძოდ, ქალაქებში – სენაკსა და ბათუმში, 10 ადგილზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდება. საქართველოს მასშტაბით სრული დატვირთვით ამოქმედებულია 2669 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 936 არის ნომრის ამომცნობი, ხოლო 1733 არის ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა. ამ დროისთვის სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე 447 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება”,- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სენაკში სიჩქარის კონტროლის სექციები განთავსებულია შემდეგ ადგილებზე:

მშვიდობის ქუჩის N137-დან მშვიდობის ქუჩის N355-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

მშვიდობის ქუჩის N362-დან მშვიდობის ქუჩის N122-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ).

ბათუმში სიჩქარის კონტროლის სექციები განთავსებულია შემდეგ ადგილებზე:

ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩების კვეთიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-მდე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ);

ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-დან ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩების კვეთამდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-დან ანწუხელიძის ქუჩის N83-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

ანწუხელიძის ქუჩის N83-დან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

ანწუხელიძის ქუჩის N83-დან ანწუხელიძის ქუჩის N37-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

ანწუხელიძის ქუჩის N37-დან ანწუხელიძის ქუჩის N83-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

ანწუხელიძის ქუჩის N37-დან ანწუხელიძის ქუჩის N4-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

ანწუხელიძის ქუჩის N4-დან ანწუხელიძის ქუჩის N37-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ).

უწყების მიერ, 2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა, ხოლო სიჩქარის მზომი სექციური მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ-მდე მონაკვეთი.

“სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების 26 % სიჩქარის გადაჭარბებით იყო გამოწვეული. საგზაო მოძრაობის მიმართულებით სტატისტიკის გაანალიზების და სიტუაციის შესწავლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებებს ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვის შესამცირებლად და მოძრაობის გასაუმჯობესებლად. სამინისტრომ დაიწყო საგზაო უსაფრთხოების კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“, რომელიც საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მოქალაქეთა ცნობიერება ამაღლებას ემსახურება”,- ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2019 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები