საზოგადოება

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა

30.04.19 13:05


საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 1 იანვრის მდგომარეობით 3 723.5 ათასი კაცი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 0.2% შემცირდა.

2018 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (4 614) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-10 783).

1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 58.7% ცხოვრობდა საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს წარმოადგენდა.

მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივი შემადგენლობა 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.3% შეადგენდა, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 64.9-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 14.8% წარმოადგენდა.

1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით უცვლელია და 1 790.9 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობა შემცირდა 0.3% და 1 932.6 ათასით განისაზღვრა.

საქართველოს მოსახლეობის 48% კაცი, ხოლო 52% – ქალია.

1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92.7-ს წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92.7 კაცი მოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკში კაცები ჭარბობდნენ ქალებს, ხოლო 35 წლის ასაკიდან ქალების რიცხოვნობა აღემატებოდა კაცებისას, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

2018 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას შეადგენდა 74.0 წელს, მათ შორის კაცებისათვის 69.7 წელს, ხოლო ქალებისათვის - 78.2 წელს.

1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი 37 წელია.

რაც შეეხება მიგრაციას, 2018 წელს ემიგრანტების რიცხოვნობა 98 935 კაცით განისაზღვრა და წინა წელთან
შედარებით 15.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 5.9%
გაიზარდა და 88 152 კაცი შეადგინა.

ამავე პერიოდში, ემიგრანტების 86.6% და იმიგრანტების 84.5%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენდა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები