საზოგადოება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე თბილისში ალკოჰოლითა და საკვებით 60-მდე ადამიანი მოიწამლა

30.04.19 13:20


აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრში ალკოჰოლური და კვებითი ინტოქსიკაციის 60-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ეს ციფრი შარშანდელთან შედარებით რამდენიმე ერთეულით გაიზარდა.

როგორც „კვირას“, გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, მხოლოდ დედაქალაქში 28-29 აპრილს ალკოჰოლური ინტოქსიკაციით 57 პირი სხვადასხვა საავადმყოფოში მოათავსეს.

„28-29 აპრილი – ალკოჰოლის ტოქსიკური ეფექტის წინასწარი დიაგნოზით, ჰოსპიტალიზებულია 57 ადამიანი. საკვების სახით მიღებული ტოქსიკური ეფექტის წინასწარი დიაგნოზით, ჰოსპიტალიზებულია 2 ადამიანი“, – აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ შარშან თბილისში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში, 49 ადამიანის ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა.

ცნობისათვის, კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაცია პირღებინებით, გულისრევით, ღებინების მოთხოვნილებით, სახის შეწითლებით, ოფლიანობით, არტერიული და ქალასშიდა წნევის მომატებით ხასიათდება.

გარდა ამისა, ორი დღის განმავლობაში კვებითი ინტოქსიკაციის ერთი შემთხვევაც დაფიქსირდა, რა დროსაც პაციენტს საავადმყოფოში განთავსება დასჭირდა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები