საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში ფულის მუზეუმს ხსნიან

01.05.19 13:00


სოხუმში წლის ბოლოს ფულის მუზეუმი გაიხსნება. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის თავმჯდომარის ბესლან ბარათელიას ინფორმაციით, პროექტი 8 მილიონი რუბლის ღირებულების არის.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „აფსნი ლაიფი“ ავრცელებს.

“ჩვენს ქვეყანას აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ფულის ბრუნვის დიდი ისტორია. მუზეუმი უნდა ემსახურებოდეს ამ საკითხის მიმართ როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე აფხაზეთის სტუმრების ინტერესის გაღვივებას“, - ამბობს ბარათელია.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები