საზოგადოება

პრემიერი მორაგბეებს - თქვენ ხართ მაგალითი იმისა, რომ რაგბი ჩვენი თამაშია

01.05.19 19:15


თქვენ ხართ მაგალითი იმისა, რომ რაგბი ჩვენი თამაშია, -ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის 2019 წლის ჩემპიონი საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრების წევრებს, რომლებსაც მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა რაგბისა და სპორტის სახეობების პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია.

პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდა მორაგბეებს წარმატებები უსურვა და გამოთქვა რწმენა, რომ ისინი საკუთარი წარმატებებით ქართველ გულშემატკივარს კიდევ არაერთხელ გაახარებენ.

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა 2019 წლის ჩემპიონატზე ფინალში ესპანეთის გუნდი დაამარცხა და ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები