საზოგადოება

გიორგი შენგელია: ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება

02.05.19 10:30


ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან, ირაკლი ჩიქოვანთან ერთად ანაკლიის პორტის ტერიტორია დაათვალიერა.

მერობის კანდიდატის განცხადებით, ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება და ამის გარანტი სახელმწიფოა.

„ანაკლიის პორტის მშენებლობა არის მნიშვნელოვანი არამარტო ჩვენთვის, ზუგდიდისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ქვეყნისთვის. იმაზე საუბრები, რომ პორტი არ აშენდება, მტკნარი სიცრუეა: ანაკლიის პორტი აშენდება და ამის გარანტი არის სახელმწიფო. ანაკლიის პორტი არის ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გარანტი. ეს მოგვიტანს ბევრ ეკონომიკურ ბენეფიტს, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და შემოვა ინვესტიციები”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მერობის კანდიდატმა ტერიტორია ანაკლიის კონსორციუმის რეგიონულ დირექტორთან, ანზორ მანწკავასთან ერთად დაათვალიერა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები