საზოგადოება
02.05.19 14:45
ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ძალოსნობის ფედერაციასა და მთავარ მწვრთნელ თემურ ჯანჯღავას სასამართლოში უჩივლებს. ლორთქიფანიძეს იურიდიულ დახმარებას კავშირი “საფარი” გაუწევს.
დღეს, 2 მაისს, პრესკონფერენციაზე “საფარის” წარმომადგენელმა და უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ თათია ლორთქფიფანიძესთან ერთად განაცხადა, რომ სარჩელი ძალოსანის სექსუალურ და დისკრიმინაციულ შევიწროებას ეხება.
“ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, როგორც ჯანჯღავას წინააღმდეგ, რომელმაც განახორციელა სექსუალური შევიწროება, ასევე ფედერაციის წინააღმდეგ, რომელმაც დისრკიმინაციული შევიწროება განახორციელა თათიას მიმართ და მიაყენა მას მატერიალური ზიანი,” – თქვა ბაია პატარაიამ.
თათია ლორთქიფანიძემ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მწვრთნელის მხრიდან ხშირად იყო სექსუალური შევიწროების სამიზნე, ხოლო იმის შემდეგ, რაც მან ამაზე საჯაროდ საუბარი დაიწყო, ფედერაციამ ის გაურკვეველი მიზეზების გამო ევროპის ჩემპიონატზე არ გაუშვა.
“ფედერაციასა და ჯანჯღავას ვუჩივი, რომლებმაც, როგორც ფსიქოლოგიურად, მატერიალურადად დამაზიანა. ვფიქრობ, რომ ეს შეჯიბრი ძალაინ ხელჩასაჭირი იქნებოდა ჩემი კარიერისთვის და იმ სამომავლო შეჯიბრებისთვის, სადაც საჭირო იქნებოდა ლიცენზია. ამისთვის მე და გელა მახარაშვილს [პირადი ტრენერი], ძალიან დიდი შრომა გვაქვს ჩადებილი.
რაც შეეხება შევიწროებას, რუსთავის შეკრებაზე ვისვენებდით ოთახში, როდესაც შემოვიდა ჯანჯღავა და იკითხა, ვიყავი თუ არა ორსულად, რაზეც ჩემგან მიიღო უარყოფითი პასუხი, მოგვიანებით კი მითხრა, რომ მაზს წაგისვამ საზარდულის არეშიო, რაც ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელი იყო.
ვუთხარი, რომ ასეთი რაღაც როგორ იკადრეთ-მეთქი. გარდა ამისა, რაღაც პერიოდის შემდეგ, ვსაუბრობდით და მან მითხრა, კაცი ხომ არ გჭირდებაო?
ჩემთვის ასეთი საქციელი ძალიან შეურაცხმყოფელი იყო, მით უფრო, რომ მსგავსი ფრაზები არავითარ დანიშნულებას არ ატარებს,” – ყვება თათია ლორთქიფანიძე.
მისი თქმით, მომხდარის შემდეგ მან მალევე შეატყობინა პირად მწვრთნელს, ერთ-ერთ მეგობარსა და ოჯახის წევრებს, საქმის კურსში იყო ასევე ფედერაციის პრეზიდენტიც, კახი კახიაშვილიც. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ამ უკანასკნელმა მისი სიტყვები “ცინიკურად მიიღო”.
ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ევროპის ჩემპიონატში, რომელიც ბათუმში 6 აპრილს დაიწყო, მონაწილეობა არ მიუღია.
თათია ლორთქიფანიძე, მისი მამა დიმიტრი ლორთქიფანიძე და პირადი მწვრთნელი გელა მახარაშვილი ამბობენ, რომ მისი სანაკრებო განაცხადიდან ამოღების მიზეზი გაურკვეველია და ეფუძნება ლორთიქფანიძისა და ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას უთანხმოებას.
ფედერაციაში კი განმარტავენ, რომ თათია ლორთქიფანიძის მოხსნის მიზეზი მისი დისციპლინური დარღვევებია. ამასთანავე, მწვრთნელები ამბობენ, რომ ლორთქიფანიძე ნაკრებთან ერთად ვარჯიშზე უარს აცხადებდა.
თათია ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ჯანჯღავა მას ავიწროებდა და აიძულებდა, ორსულობის ტესტი ჩაეტარებინა.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 217
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24