ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში ეხმარება

16.05.16 15:15


მსოფლიო ბანკი საქართველოს 9 მილიონ დოლარს გამოუყოფს იმერეთში ქალაქის, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის, კულტურული და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციისა და ტურიოსტების მოზიდვის მიზნით.

ფინანსური რესურსი გამოიყოფა დამატებით დაფინანსებისათვის რეგიონალური განვითარების მეორე პროექტის დასაფინანსებლად, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია ვანის მუზეუმის და მასთან მისასვლელი გზის რეკონსტრუქცია, ასევე წყალტუბოში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.


საქართველო მსოფლიო ბანკს 1992 წელს შეუერთდა. ამ დროის მანძილზე დაფინანსდა 73-ზე მეტი პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 2,58 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს.

კერძოდ, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ატარებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები