ეკონომიკა

ბახტაძე: საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი გახდეს მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა

21.05.19 12:20


საქრთველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი გახდეს მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა.

ამის შესახებ ბახტაძემ ქუთაისში მზის პანელების მწარმოებელი ქარხნის გახსნაზე განაცხადა.

„დღეს ქუთაისში ვხსნით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საწარმოს. ეს არის მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი გერმანული ქარხანა. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე და დღეს არის სწორედ მსგავსი საწარმოს გახსნა. ეს არის უნიკალური საწარმო, რომელიც დაამზადებს მზის პანელებს და მოამარაგებს ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებს როგორიც არის ევროკავშირი, ამერიკა და ახლო აღმოსავლეთი. ქარხანას ხსნის გერმანული კომპანია „ეისოლარი“, რომელიც არის მსოფლიო ლიდერი მზის პანელების წარმოებაში. მე მსურს ინვესტორებს გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება სწორედ საქართველოში აშენებულიყო ეს ქარხანა. იხილებოდა რამდენიმე ვარიანტი, რამდენიმე ქვეყანა და ინვესტორმა გადაწყვეტილება სწორედ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო.

ჩვენთვის პირდაპირ უცხოურ ინვესიტიციებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის გარანტი, რომ ჩვენ შევქმნით ბევრ სამუშაო ადგილს ეროვნულ ეკონომიკაში. მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ ორიენტირებული მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე, ისეთ წარმოებებზე, რომლებსაც აქვს საექსპორტო პოტენციალი და ისეთ წარმოებაზე, რომლითაც საქართველოს შეუძლია ადგილი დაიმკვიდროს როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ.

აღნიშნულ საწარმოში დასაქმდება 300 ადამიანი“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ასევე განათლების რეფორმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკასთან ერთად ის ქვეყნის პრიორიტეტი იქნება. მან ასევე ახალი ქარხნის გახსნაც დააანონსა.

„ამასთან ერთად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, რომლებიც დაგვეხმარება ჩვენ შევძლოთ უფრო მეტი საგანმანათლებლო მოდულების დაარსება ჩვენი პერსონალისთვის აქ ქუთაისში. ჩვენ გვაქვს იდეა, ეროვნული იდეა და ეს არის განათლება. და მე ყოველთვის ვამბობდი, რომ განათლება და ეკონომიკა ეს არის ორი სექტორი, ორი მიმართულება, რომელიც ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად უნდა ვითარედებოდეს, უნდა ავითარებდეს ერთმანეთს. და მე მსგავსი საწარმოების გახსნით მჯერა, რომ პირველ რიგში განათლების რეფორმა იქნება წარმატებული და მის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ რომ უფრო მეტი ინტერესი შევქმნათ საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ მსგავსი საწარმოები უფრო მეტი რაოდენობით გაიხსნას საქართველოში. რამდნეიმე კვირაში დაწიყება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სწარმოს მშენებლობა სქართველოში და ეს იქნება პირველი ავტომობილების ქარხანა ქუთაისში. ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი რომ დაიმკვიდროს მსოფლიო რუკაზე ადგილი, როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ. რამდნეიმე თვის წინ, როდესაც მე ამაზე ვსაუბრობდი, ბევრი ამას სკეპტიკურად უყურებდა. ჩვენ რეალურად ჩვენი თვალით დავინახავთ, რომ საქართველოს, დიახ, გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს უნიკალური საინვესტიციო პირობები. თქვენ იცით, რომ მეექვსე ადგილზეა საქართველო მსოფლიოში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით და ჩვენს გვაქვს სხვა ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოში მზის პანელების მწარმოებელი პირველი ქარხანა 300 ადამიანს დაასაქმებს. ის პროდუქციას ექსპორტზე ევროკავშირში, აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე გაიტანს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები