ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურებაზე განმარტებას აკეთებს

21.05.19 14:15


„რასაკვირველია, თუ შეხედავთ, საგარეო ფაქტორებია. ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორია“, – ასე აფასებს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ლარის კურსის ცვლილებას.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ლარის კურსის ცვლილება ყველგან ხდება, მით უმეტეს, პატარა და განვითარებად ქვეყნებში.

„რასაკვირველია, თუ შეხედავთ, საგარეო ფაქტორებია. ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორია. ზუსტად ამიტომ ერთ წელზე მეტია, ვსაუბრობთ დედოლარიზაციაზე, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული დოლარზე, ნაკლებად იყოს დამოკიდებული ჩვენი მოსახლეობა უცხოურ ვალუტაზე. პარლამენტშიც იყო ცხარე დებატები, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ შეზღუდვები დავაწესეთ იპოთეკურ სესხებზე დოლარში. ეს ემსახურება, რომ ამ ტიპის რყევები, რომლებიც ყველგან ხდება, მით უმეტეს, პატარა და განვითარებად ქვეყნებში, ამის მიმართ რომ იმუნიტეტი გვქონდეს”, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ამასთან, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ლარის გაუფასურების მიუხედავად, ფასების ზრდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ზღვარის ფარგლებში იქნება.

„ბლუმბერგის“ სისტემაში, ამ დროისთვის, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7650 ლარია.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები