ეკონომიკა
10.06.19 12:15
ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, Global finance - ის შეფასება დადებითი გზავნილია საქართველოში ინვესტირების განხორციელებით დაინტერესებული საფინანსო წრეებისთვის.
„ავტორიტეტულო გამოცემის Global finance - ის შეფასება დადებითი გზავნილია საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირების განხორციელებით დაინტერესებული საფინანსო წრეებისთვის, რადგან მათთვის საქართველოში არსებობს არა მხოლოდ ლიბერალური და რეგიონში ერთერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ბიზნეს გარემო, არამედ განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას და ინვესტიციების დაცულობას ,“ - ასეთი კომენტარი გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ Global finance - ის შეფასების მიმართ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამოცემაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკურ გარემოს და მიმზიდველს ქმნის ჩვენს ეკონომიკას უცხოელი ინვესტორებისთვის.
„საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია პროაქტიული პოლიტიკის გატარება უცხოელ ინვესტორებთან, ბიზნეს კლიმატის კიდევ უფრო გაუმჯობესება და შესაბამისად, ცოდნასა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ახალი ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
ავტორიტეტულმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ Global Finance - მა საქართველო, ეკონომიკურ სტაბილურობაზე, მმართველობისა და ბიზნეს რეგულაციების ხარისხის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანებს შორის დაასახელა. Global Finance - მა საქართველო იმ ქვეყნებს მიაკუთვნა, რომლებიც საყურადღებოა მკვეთრი ზრდისა და ინვესტორების მხრიდან ინტენსიური ინტერესიდან გამომდინარე. აღნიშნულ ჯგუფში საქართველო არის მოწინავე ევროპის ქვეყნებს შორის.
Global Finance-ის აღნიშნული შეფასებისას ეყრდნობა ხუთ ეკონომიკურ კომპონენტს: მშპ-ს ზრდის პროგნოზს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ცვლილებას, კორუფციის აღქმას ქვეყანაში, ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და ბიზნესის კეთების სიმარტივეს. ამასთან, ეკონომიკური კომპონენტების მიხედვით, საქართველო ხვდება ტოპ 10 საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყნებს შორის ბიზნესის კეთების სიმარტივის და კორუფციის აღქმის კომპონენტის მიხედვით.
Global Finance-ი საქართველოს აღწერს როგორც ქვეყანას, რომელიც ხასიათდება ბიზნეს გარემოს სწრაფი გაუმჯობესებით, მაღალი ზრდითა და ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობით.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 109
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24