ეკონომიკა

თბილისში სინათლის ფესტივალი გაიმართება

13.06.19 17:40


მემორანდუმის მიზანია ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ფესტივალების, სოციალური და საზოგადოებრივი ღონისძიებებისა და კინოჩვენებების ჩატარება.

მემორანდუმის პირობების მიხედვით, ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ცნობილ სინათლის ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართება. ფესტივალისთვის ბაღი გაფორმდება სხვადასხვა ტიპის განათებით, პროექციით, ლაზერებითა და მასშტაბური ინსტალაციებით.

სინათლის ფესტივალი 5-6 ივლისს 19:00 საათიდან 01:00 საათამდე გაიმართება. პროექტის ორგანიზატორები არიან „ბოქს მედია ჯგუფი“ და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, ხოლო მხარდამჭერია თბილისის მერია.




წყარო : /www.ipress.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები