ეკონომიკა

რუსეთიდან და თურქეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა

14.06.19 14:00


საქართველოს ეროვნული ბანკის ფულადი გზავნილების მონაცემების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ფულადი გზავნილები რუსეთიდან 6%, ხოლო თურქეთიდან 20%-ით შემცირდა.

უფრო კონკრეტულად, 2019 წლის მაისში რუსეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 34.8 მლნ აშშ დოლარია, რაც გასული წლის მაისის მაჩვენებელს დაახლოებით 6%-ით ჩამორჩება. ამასთან, ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან, მთლიანი ფულადი გზავნილების 24%-ს შეადგენს.

რაც შეეხება თურქეთს, მაისში თურქეთიდან 7.76 მილიონი აშშ დოლარის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა, რაც გასული წლის მაისის ფულადი გზავნილების მოცულობას 20%-ით ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ ფულადი გზავნილების კლება მხოლოდ ამ ორი ქვეყნიდან ფიქსირდება. საპირისპიროდ, 112%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილები პოლონეთიდან, 307 %-ით ყირგიზეთიდან, 55%-ით საფრანგეთიდან, 60%-ით სომხეთიდან.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 145.8 მლნ აშშ დოლარი (400.4 მლლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.8 %-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, ფულადი გზავნილების 93.9% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები