პოლიტიკა

ივანიშვილის მიერ საზოგადოების "გადაგდების" მცდელობა - ოპოზიცია ახალ სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს

13.05.20 12:40


8 მარტი შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულება - ოპოზიციიური სპეტქრი გადაწყვეტილებაში ერთიანია და სამომავლო გეგმების განსაზღვრისთვის "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში იკრიბაბა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ივანიშვილს მოსახლეობის კიდევ ერთხეკ "გადაგდება" არ გამოუვა:

"დღეს ვიკრიბებით, რომ შემდეგი ნაბიჯები ერთად დავგეგმოთ. მნიშვნალოვანია, რომ კვლავ ერთანი პოზიცია გვაქობდეს. ივანიშვილი ბევრჯერ ეცადა დაექსაქსა ოპოზიცია, მაგრამ ამას ვერ მიაღწია.

ყველა ვთანხმდებით, იქნება ეს ჩვენი პარტიის წევრი თუ სხვა, არ შეიძლება პოლიტიკური მოტივით იმყოფებოდეს საპყრობილეში და ჩვენ ამ დროს რაიმე შეთანხმებაზე მივდიოდეთ ხელისფლებასთან. ამიტომ იყო ჩვენთვის პრინციპული მნიშვნალობის, რომ შეთანხმებას ორი შეთანხმაბაჰქონოდა, რაც ასეც მოხდა" , - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, თანაბრად მნიშვნელოვანია შეთანხმების ორივე ნაწილი, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლება შესრულდეს.

"საუბარი იქნება ზუსტად იმაზე, როგორ არ დავუშვათ, რომ ხელისუფლებამ, სურვილის მიუხედავად, ჩაშალოს ეს შეთანხმება და როგორ მოხდეს ამ შეთანხმებით ისე მისვლა არჩევნებამდე რომ ხელისუფლებამ და ივანიშვილმა ნაკლები ზიანი მიაყენოს ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას და ქვეყნის იმიჯს, -აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები