პოლიტიკა

საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ელიან - კიდევ ერთი ევროპარლამენტარის გაფრთხილება ხელისუფლებას

13.05.20 14:40


ევროპარლამენტის წევრი მიხაილ გალერი აცხადებს, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელიან, რაც აუცილებელია თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად.

ევროპარლამენტარის თქმით, ყველა მხარემ უნდა დაიცვას 8 მარტის შეთანხმების ტექსტი და სულისკვეთება.

“ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს 8 მარტის შეთანხმების ტექსტსა და სულისკვეთებას. ეს ლაკმუსის ტესტია ივანიშვილისა და ქართული ოცნების ნამდვილი განზრახვებისთვის.

(ქართული ოცნება) ბედს სცდის, ელოდებიან თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც. ეს აუცილებელია, თუ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს”

"ისინი ტესტავენ, საქართველოს დასავლეთელი მეგობრები ელოდებიან თუ არა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. დიახ, ველოდებით. ეს აუცილებელია, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი და თავისუფალი"- – წერს გალერი Twitter-ში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები