პოლიტიკა

"არც იფიქროს ხელისუფლებამ, რომ მას გაუვა ძველი საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება"- ბურჯანაძე "ოცნებას" აფრთხილებს

13.05.20 15:40


„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მიმართავს არც იფიქროს, რომ ძველი საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება გაუვა.

მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია სრულყოფილად შესრულდეს შეთანხმება.

"თუ ხელისუფლება შეეცდება პასუხისმგებლობის პინა ოპოზიციის მხარეს გადაწიოს, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ ხელისუფლებას აქვს დიდი პასუხისმგებლობა.

ხელისუფლებას აქვს საკმაო ხმები იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდეს.

ამავდროულად, ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ პოლიტიკური ჩრდილის მქონე საკითხები, მოდი ნუ დავარქმევთ პოლიტიკურ პატიმრებს, დავარქვათ უბრალოდ პატიმრები, ადამიანები, რომელთა ციხეში ყოფნაც ქმნის პოლიტიკურ დაძაბულობას, ეს დაძაბულობა ხელისუფლებამ უნდა მოხსნას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიკრიბებით, იმიტომ რომ ამ მაგიდის ერთობამ განაპირობა ის წარმატება, რაც მიღწეული იქნა 8 მარტს. ახლა ამ მაგიდის ერთობამ და ჩვენი მეგორების მხარდაჭერამ მეორე გამარჯვებამდე უნდა მიგვიყვანოს, რასაც ამ შეთანხმების სრული იმპლემენტაცია ჰქვია. არც იფიქროს ხელისუფლებამ, რომ მას გაუვა ძველი საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება. კარგი იქნება თუ მიღწეული იქნება სრული კონსენსუსი, ეს ხელისუფულებაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ბურჯანაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები