პოლიტიკა
13.05.20 17:40
საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოსა და სლოვაკეთში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ტელეფონით ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა სლოვაკეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა გამო მწუხარება გამოთქვა და ზუზანა ჩაპუტოვასა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებისა და სამომავლოდ ეკონომიკისა და ტურიზმის გახსნის სტრატეგიულ გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია სლოვაკეთთან ყველა საერთაშორისო რეკომენდაციის დაცვით უსაფრთხო ტურიზმის განვითარების მიმართულებით, რადგან სლოვაკეთმაც ძალიან ეფექტურად და შედეგიანად იბრძოლა პანდემიასთან გასამკლავებლად.
როგორც სლოვაკეთის პრეზიდენტმა განაცხადა, უსაფრთხო ტურიზმი გახსნასთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ავსტრიასთან და ჩეხეთთან და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოც დაინტერესებულია აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობით.
პრეზიდენტებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარე პერიოდი კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირთან კიდევ უფრო გაღრმავდეს და საქართველომ ევროპისკენ უფრო კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.
როგორც სლოვაკეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, სლოვაკეთის ახალი მთავრობა განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას. საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიისა და ვირუსით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ბორდერიზაციის პროცესი კვლავ მიმდინარეობს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24