პოლიტიკა

“ესაა ხალხის მოტყუება” – ხაზარაძე პორტზე გახარიას განცხადებას აფასებს

14.05.20 18:00


პოლიტიკური პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ უსირცხვილო უწოდა პრემიერის, გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას ფოტის პორტის როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი “კარიბჭის” განვითარების მნიშვნელობის შესახებ. ამის შესახებ ხაზარაძემ ფეისბუქის პირდაპირ ეთერში დავით უსუფაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“პრემიერმა დღეს უსირცხვილოდ თქვა, რომ ფოთის განვითარებაა თურმე დღეს ქვეყნის პრიორიტეტი და ამდენი ხნის ნამუშევარი და ნაწვალები და სახელმწიფო გეგმა [ანაკლიაზე] ასე უცბად, ერთი ხელის მოსმით გადახაზა. მე პირობას გაძლევთ, რომ როგორც კი ამ ხელისუფლებას გავისტუმრებთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მის უკან ანაკლიის ქალაქის მშენებლობა, რომელიც იაპონელების მიერ არის დაფინანსებული და დაპროექტებული, განახლდება აუცილებლად იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური შემოტრიალების ლოკომოტივი და ათიათასობით სამუშაო ადგილის გაჩენის შესაძლებლობა არა მარტო სამეგრელოში, არამედ მთლიანად მთელ რეგიონსი”, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით თუ კონსორციუმის შეთავაზება მთავრობის მიმართ გააგრძელონ მშენებლობა ანაკლიაში, რათა ქვეყანას კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არ იქნება მიღბული, კონსორციუმი ალბათ გადაწყვეტს მიმართოს არბიტრაჟს. თუმცა ხაზარაძის განცხადებით ეს მისი გადასაწყვეტი არ არის, რადგან ის აღარ წარმოადგენს კონსორციუმს.

” მინდა წარმოიდგინოთ სიტუაცია, როდესაც ათეულ ათასობით ადამიანი ამ გაჭირვების დროს სამუშაოს კარგავს, როდესაც ინვესტორს 80 მილიონი დოლარი აქვს ჩადებული და ეუბნება, რომ მზად ვარ, გავაგრძელო ეს პროექტი, დაფინანსებაც არსებობს, ყველაფერი და მომეცი საშუალება, რომ გავაგრძელო და ამაზე პასუხობენ, რომ არათუ შეგხვდებით და განვიხილავთ, რა წინადადება გაქვთ, არამედ იმ 80 მილიონსაც წაგართმევთ და ახალ ტენდერს გამოვაცხადებ.

მე მინდა ვუთხრა ამ უთავმოყვარეო მთავრობას, რისი იმედი გაქვთ, რა გაგიკეთებიათ და ახალ ინვესტორს რომ ეძებთ, ის ახალი ინვესტორი კითხვას ხომ დასვამს: იმ ხალხს 80 მილიონი წაართვით, ჩაადებინეთ და მოატყუეთ, ხომ შეიძლება იგივე ბედი გავიზიაროთ? ესაა ხალხის მოტყუება, რომ ერთი მხრივ, ამბობენ ანაკლია სტრატეგიული პროექტია და მეორე მხრივ, ათი ხელით ებრძვიან ამას”, – განაცხადა ხაზარაძემ

მისი თქმით ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის და მის უკან ქალაქის მშენებლობის დაწყება.

დღეს, 14 მაისს გამართულ ბრიფინგზე ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ხელისფლება ანაკლიის კონსორციუმს მეორედ ვეღარ ენდობა, თუმცა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განსახორციელებლად გაიმართება ტენდერი.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები