პოლიტიკა

გახარია: მზად ვართ პარლამენტს ანგარიში წარვუდგინოთ

15.05.20 16:00


"მესმის, რომ საზოგადოებაში დაგროვდა გარკვეული, მათ შორის საინტერესო და ობიექტური კითხვები იმასთან დაკავშირებით, როგორ მოქმედებდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში და ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, მინდა განვაცხადო მზაობა როგორც პირადად ჩემი, ასევე მთავრობის თითოეული წევრის მხრიდან, ნებისმიერი სახით, მათ შორის პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ როდესაც პარლამენტი საჭიროდ ჩათვლის, მზად არის ნებისმიერ დროს მივიდეს პარლამენტში.

„მზად ვართ, პირადად მეც, ნებისმიერ დროს, როდესაც პარლამენტი საჭიროდ ჩათვლის, წარვუდგინოთ ის დეტალური ანგარიში, როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას საგანგებო მდგომარეობის პირობებში“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები