პოლიტიკა

პრემიერი უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე: აბსოლუტურად დაუმსახურებლად გამოვიდნენ

19.05.20 17:00


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და დედაქალაქის ყოფილი მერის შეწყალებას გამოეხმაურა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, უგულავა-ოქრუაშვილმა აბსოლუტურად დაუმსახურებლად დატოვა საპატიმრო.

"ჩვენ აბსოლუტურად მობილიზებული ვართ პირველ რიგში კოვიდის დასამარცხებლად, მეორე რიგში ქვეყნის ეკონომიკური აღდგენისთვის და მესამე რიგში რაც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანში არჩევნების წყნარ და მშვიდ გარემოში ჩასატარებლად. სამწუხარო ამ ყველაფერში იცით რა არის ? სამწუხაროა, რომ ის ბატონები, რომლებიც აბსოლუტურად დაუმსახურებლად გამოვიდნენ. იმიტომ რომ მათ კონკრეტული კრიმინალური დანაშაულები ჩაიდინეს და არაფრით ისინი არ განსხვავდებიან რიგითი მოქალაქეებისგან. იმის მაგივრად, რომ ადამიანებს დაუდგნენ გვერდით და ყველამ ერთად ქვეყანაზე ვიზრუნოთ, ამასაც პოლიტიკური სპეკულირებისთვის გამოიყენებენ. იმისთვის, რომ პარლამენტში თბილი აგილებისთვის იბრძოლონ, არ დაინდობენ ქვეყნის ინტერესებს და ათასნაირ სულელურ შეფასებას მისცემენ ამ ყველაფერს. მოვა არჩევნები და ვნახავთ ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქისგან", - აღნიშნა გახარიამ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები