პოლიტიკა

"ნუ მანიპულირებთ" - ბიუროს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

19.05.20 17:20


ბიუროს დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელიც საგანგებოს გამოცხადების გარეშე შეზღუდვების შენარჩუნებას ითვალისწინებს.

კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ საწინააღმედგო პოზიცია გამოთქვა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს ერთი ხელის მოსმით მთელი ეკონომიკის ჩაკეტვის უფლება არ უნდა ჰქონდეს.

გოცირიძეს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მიმართა, რომ ის მანიპულირებს. ამასთან, არჩილ თალაკვაძემ რომან გოცირიძეს მიმართა კითხვით, პანდემიის დროს ეფექტური იყო თუ არა მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, რაცეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა უპასუხა:

"შეზღუდვები დაამტკიცა პარლამენტმა. ეფექტიანი იყო თუ არა, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრება, რომელმა გაამართლა და რომელმა არა. მაგრამ შეზღუდვები განხორციელდა კონსტიტუციის შესაბამისად", - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

არჩილ თალაკვაძემ ასევე მიმართა კითხვით, თუ შედეგიანი იყო ეს შეზღუდვები, უნდა გაგრძელდეს თუ არა ის მომავალშიც. გოცირიძემ უპასუხა, რომ ზოგიერთი შეზღუდვა უნდა გაგრძელდეს, თუმცა ამ შეზღუდვის სამართლებრივი ფორმა უნდა იყოს პარლამენტის თანხმობა.

"თქვენ მთელი ეკონომიკის ჩაკეტვის უფლება არ უნდა გქონდეთ ერთი ხელის მოსმით", - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ამის საპასუხოდ კი არჩილ თალაკვაძემ განაცხადა: "იმისათვის რომ შეზღუდვები გაგრძელდეს, ან საგანგებო უნდა გაგრძელდეს, ან ეს კანონპროექტი მივიღოთ. სხვა ალტერნატივა არ არსებობს და ნუ მანიპულირებთ ბატონო რომან".




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები