პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ჩავატარებთ თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებსარჩილ თალაკვაძე - მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ჩავატარებთ თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებს

19.05.20 18:00


პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იმ ევროპულ ქვეყნებშიც კი, სადაც არჩევნები ოქტომბერზე უფრო ადრეა, არჩევნების გადადების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

როგორც თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ხელისუფლების ვალდებულება სრულად ხორციელდება და ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება.

„მე არ ვიცი, რომ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ასეთი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, მათ შორის, მე მქონდა საუბარი ჩემს კოლეგებთან, ვისაც წელს აქვს არჩევნები და უფრო ახლოს, ვიდრე ჩვენ. ამ მომენტისთვის ჩვენი ვალდებულება სრულად ხორციელდება, მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ჩავატარებთ თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებს“,- განაცხადა თალაკვაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები