პოლიტიკა

პრეზიდენტი: ჩემი მოვალეობაა, სიმშვიდის გარანტია ვიყო

20.05.20 11:30


საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე გადაწყვეტილებით ქვეყანაში არეულობა შეაჩერა.

"ჩვენ ვართ ძალიან სერიოზულ კრიზისში, რომელსაც კოვიდი ჰქვია. ეს მსოფლიო კრიზისი, სადაც ჩვენ პირველი ეტაპი წარმატებით გავიარეთ, მაგრამ გველის მეორე, მესამე და არავინ იცის რამდენი ეტაპი. პირველი, რომელიც ახლა დგება, არის ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან რაც შეიძლება უმკტივნეულოდ გამოსვლა, ამ პირობებში ნებისმიერი დაძაბულობა და მცდელობა არეულობის, შეიძლება ათმაგად დაგვიბრუნდეს. ეს არის ჩემი მსჯელობის მთავარი ელემენტი.

ჩვენი წარმატების წყალში გადაყრა და არეულობისკენ წასვლა, ეს იქნებოდა... ", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

კითხვაზე, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, იმ შემთხვევაში თუ შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა:

"ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში გამოიყენო ნებისმიერი სიტუაცია არეულობისთვის. ამისკენ რომ არის მიმართული ძალები, რომელსაც არ სურთ არც მშვიდობიანი არჩევნები, არც ქვეყანაში მშვიდობა, არც ეს ქვეყნის წარმატება. მე ქვეყნის პრეზიდენტი ვარ და არავის ხელს არ დავადებ. ეს არ არის ჩემი მოვალეობა. ჩემი მოვალეობაა, გამოვიყენო ეს ადგილი, იმისთვის, რომ მაქსიმალურად, რაც მე შემიძლია, თუნდაც ეს ძალიან ძვირად მიღირდეს, გავაკეთო ის, რომ მე ვიყო გარანტია ამ ქვეყანაში სიმშვიდის და მივიდეთ იმ სამართლიან არჩევნებამდე, რომელიც ამ ქვეყნაში ჩატარდება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები