პოლიტიკა

პრეზიდენტის აღიარება და "ქართულმა ოცნების" მორიგი ტყუილი - რას ამბობენ მმართველ გუნდში

20.05.20 11:45


"ქართულმა ოცნების" მორიგი ტყუილი - მას შემდეგ რაც საქართველოს პრეზიდენტმა აღიარა, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერები ინფორმირებულები იყვნენ, მმართველ გუნდში შექმილ უხერხულობაზე პირველი განცხადება გაკეთდდა.

საპარლამენტო უმრავლესობაში დღესაც ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

"პრეზიდენტის განცხადებაში იყო ცალსახად ნათქვამი, რომ მან ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის უფრო საინტერესოა ის რეაქცია, რაც ამის შემდეგ ჰქონდა ნაცკლასტერს და მათ კონტროლირებულ ტელევიზიებს, რომლებმაც მიზანმიმართულად დაიწყეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა" - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების, უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე წინასწარ გააფრთხილა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს იყო გადაწყვეტილება და არავისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები