პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე - ჩვენი საარჩევნო სია გამოცდილებასა და ერუდიციაზე იქნება დაფუძნებული

03.06.20 16:00


ჩვენი საარჩევნო სიის შედგენის დროს კონცენტრირება და აქცენტების გაკეთება მხოლოდ ახალ სახეებზე არ იქნება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ახალი სახეც იქნება, გამოცდილი კადრებიც იქნებიან, მათ შორის ჩვენი გუნდიდან, სინთეზში იქნება წარმოდგენილი საარჩევნო სია, რომელიც ძირითადად დაფუძნებული იქნება გამოცდილებაზე და ერუდიციაზე. ბუნებრივია, ამ ყველაფერს სჭირდება ასევე ჟინი იმისა, რომ გინდოდეს, ამ ქვეყანას რაღაც კარგი გაუკეთო“,- აღნიშნა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, „კოვიდ-19“ იყო ერთგვარი გამოცდა კრიზისული მენეჯმენტის თვალსაზრისით და ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

„ბუნებრივია, იდეალური ხელისუფლება არ არსებობს და არც ჩვენ გვაქვს იმაზე პრეტენზია, რომ იდეალურები ვართ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ჩვენი წარმატების ფორმულა იქნება იმაში, რომ დღეს, ოპოზიციაში არ არის მსგავსი ძალაც კი, რომელიც რეალურად, გულწრფელად ზრუნავს მოქალაქეებზე, ამ ქვეყნის განვითარებაზე და შეუძლია ეს.

„კოვიდ-19“ იყო ერთგვარი გამოცდა ჩვენი ხელისუფლების, თუ რამდენად შეუძლია, კრიზისულ სიტუაციებში მართოს ქვეყანა და სწორი გადაწყვეტილებები განახორციელოს. ეს გამოცდა პირველ ეტაპზე ჩვენმა ხელისუფლებამ წარმატებით ჩააბარა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​



წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები