პოლიტიკა

ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

09.02.21 13:00


შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.

 

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

„ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ცეცხლი გავრცელებული იყო ტანსაცმლის მაღაზიაში და იყო გვერდით მდებარე მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველებმა ერთსართულიან შენობაში გაჩენილი ცეცხლი დროულად ჩააქრეს. ამ დროისთვის ადგილზე ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 7 ჯგუფი.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები