პოლიტიკა

თამარ გაბუნია: ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი, მათ ვაქცინის გაკეთება მაინც სჭირდებათ

09.02.21 13:40


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი მათ ვაქცინის გაკეთება მაინც სჭირდებათ.

 


მისი თქმით, გეგმის თანახმად ვაქცინაციის სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლიდან და ბავშვებისთვის ვაქცინაცია მწარმოებელი კომპანიების თანახმად არაა ნებადართული.

 

„ვისაც გადატანილი აქვს, ვირუსი მათ ვაქცინის გაკეთება მაინც სჭირდებათ, თუმცა ჩვენი პროტოკოლის თანახმად, პერიოდი დადასტურებიდან ვაქცინაციამდე უნდა იყოს გასული სამი თვე.

 

ანუ პირველ ეტაპზე იმ ადამიანებს, ვინც გადაიტანეს ვირუსი, მათ ამ ეტაპზე ვაქცინაციას არ შევთავაზებთ, მათ მოუწევთ მეორე, მესამე კვარტალში ვაქცინის გაკეთება.

 

რაც შეეხება ბავშვებს, მათ შემთხვევაში PFIZER- ის ვაქცინა 19 წლიდან არის რეკომენდირებული მისი გამოყენება, „ასტრაზენეკას“ გამოყენების შემთხვევაში მითითებულია, რომ ნებადართულია 16 წლიდან.

 

ჩვენი გეგმის თანახმად სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლიდან, ანუ მოზრდილ მოსახლეობაზე. როგორც კი იქნება დამატებითი მონაცემები ვაქცინის ეფექტურობაზე ბავშვებში, საკვლევ ჯგუფში ამ ასაკის მოსახლეობა ჩართული არ ყოფილა, მაშინ გადახედავს მწარმოებელი სავარაუდოდ პროტოკოლს და ჩვენც შესაბამისად ამას განვავრცობთ სხვა ასაკობრივ ჯგუფებზე. ჯერჯერობით ვსაუბრობთ მოზრდილ მოსახლეობაზე 18 წლიდან ზემოთ“-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები