პოლიტიკა

საქართველოს პირველ არხზე დღეს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დებატები გაიმართება

09.02.21 14:00


პირველი სატელევიზიო დებატები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ – ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთმანეთის პირისპირ საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“.

 

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების საპარლამენტო მანდატები ჯერ ისევ ძალაშია – გამოიყენებს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში შესვლის შანსს; რა ბერკეტი რჩება ოპოზიციას ცვლილებებისთვის საკანონმდებლო ორგანოს გარეთ; რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის საკანონმდებლო ორგანოს სრულფასოვან მუშაობას და როგორ იგებენ პოლიტიკოსები უცხოელი პარტნიორების ღია მოწოდებებს.

 

საქართველოს პირველი არხის ეთერში დღეს, 22:30 საათზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ ირაკლი ზარქუა, პარტიიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა ობოლაძე, პარტიიდან „სტრატეგია აღმაშენებელი“ პაატა მანჯგალაძე დებატებს გამართავენ.

 

საქართველოს პირველმა არხმა პოლიტიკურ პარტიებს საჯარო და კონსტრუქციული დებატებისთვის სატელევიზიო ეთერი იანვარში შესთავაზა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები